23:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 19:47:21, 4239 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები - TV პირველის სიუჟეტი ქმნის დაშვებას, რომ 5 ივლისის უკან შესაძლოა სუს-ი იდგეს

TV პირველის სიუჟეტი ქმნის დაშვებას, რომ 5 ივლისის უკან შესაძლოა სუს-ი იდგეს. - განაცხედეს 8 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მათივე თქმით, ამ დრომდე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობა საპოლიციო უმოქმედობისა და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დასაცავად სახელმწიფოს დემონსტრაციული პასიურობის განსაკუთრებულ შემთხვევად ფასდებოდა.

"ამ დრომდე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობა საპოლიციო უმოქმედობისა და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დასაცავად სახელმწიფოს დემონსტრაციული პასიურობის განსაკუთრებულ შემთხვევად ფასდებოდა, თუმცა 12 ივნისს გასაჯაროვებული ინფორმაცია ქმნის კიდევ უფრო სახიფათო და შემაშფოთებელ დაშვებას, რომ მასობრივი ძალადობის დაგეგმვისა და პროცესების მართვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა იდგეს". - ნათქვამი განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ განცხადებას ხელს აწერენ განცხადებას ხელს აწერენ:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ;

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
უფლებები საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ღია საზოგადება საქართველო (OSGF)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics