|
2022-06-11 13:02:41, 1246 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - პრემიერი
შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. „ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მათი როლი არის შეიძლება ითქვას სიმბოლური. შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო. ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის გარე და შიდა მტრები, თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა", - განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)