20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 10:01:21, 1737 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.

როგორც ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა“თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ორი ავტობუსის მძღოლიდან ერთ-ერთმა საჭეზე კონტროლი დაკარგა.

მათივე ცნობით, დაშავებული ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც გამოკვლევები უტარდება. ნაკრების სხვა ფეხბურთელები და ავტობუსში მყოფი გუნდის სხვა წევრები თავს კარგად გრძნობენ.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო საფეხურზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ხვალ, 12 ივნისის არის ჩანიშნული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics