20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 12:18:05, 1075 ნახვა

საზოგადოება
სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტი ძვირადღირებულ მედიკამენტს უსასყიდლოდ იღებს

მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტი ძვირადღირებულ სამკურნალო პრეპარატს სრულიად უსასყიდლოდ იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო.  „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა.  
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა და  აღნიშნა, რომ  მედიკამენტს, დაავადების სირთულის მიუხედავად, ყველა პაციენტი მიიღებს და ბენეფიციართა დაფინანსება უწყვეტად გაგრძელდება. 

სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics