09:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 12:20:27, 1106 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია, შეიძლება განახლებული აგრესიით მოუბრუნდეს საქართველოს

ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია, მოლარული მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შეიძლება განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტა, სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე - "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს არჩევანი ურყევია, რაც იმას ნიშნავს, რომ "მთავრობის თუ ოპოზიციის ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს". 

 

"ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია, მოლარული მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შეიძლება განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს. მთავარია, ამ ახალი საფრთხეებისა და შესაძლებლობების ფონზე, ვიცოდეთ რა გვინდა და როგორ გვინდა. მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდეს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული. მთავრობის თუ ოპოზიციის ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ეჭვს არ ბადებდეს, ამგვარად ჩვენ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ევროპაში და დავუბრუნდებით ჩვენს თავს და იმ მომავალს, რომელიც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics