10:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 16:46:01, 2126 ნახვა

პოლიტიკა
პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას რუსული მედია „РИА Новости“ ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ.

„სანამ ორივე მხარის მოქალაქე ბავშვი არ მიაღწევს 18 წელს, მის მშობლებს შეუძლიათ მისთვის მოქალაქეობა აირჩიონ. ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობიდან ბავშვის მოხსნის შესახებ ერთობლივი წერილობითი განცხადების საფუძველზე“,- აღნიშნულია განცხადებაშო.

შეთანხმება ძალაში  რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან შევა.

ხელშეკრულება ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებისთვის, თუ რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ, მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics