|
2022-05-23 19:05:11, 1344 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის პარტნიორული ურთიერთობის მაღალი დონე აღინიშნა და ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას. გამოითქვა არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აკიჰიკო ტანაკას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების, მდგრადი ეკონომიკური ზრდის და საზოგადოების სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. იაპონია საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით ტექნიკური თანამშრომლობის, კაპიტალის გრანტებისა და სესხების უზრუნველყოფის პროგრამებს ახორციელებს. საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ძლიერი გლობალური ქსელი მოიცავს ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ლათინური ამერიკის მიმართულებებს.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)