15:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 22:23:42, 1358 ნახვა

პოლიტიკა
ლგბტქი სათემო ორგანიზაციები 17 მაისის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები - „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", „თანასწორობის მოძრაობა", „იდენტობა იუს" და „თემიდა" 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათივე თქმით, ბოლო დეკადის მანძილზე ჩვენი ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციო-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად.

„17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. ამ დღეს ქუჩაში გამოსვლით, ლგბტქი აქტივისტები და სათემო ორგანიზაციები, წლების განმავლობაში ვცდილობდით საჯარო სივრცეში დაგვეყენებინა ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის საკითხი, გვემხილებინა ამ ჩაგვრის მაწარმოებელი სისტემა, და მის წინააღმდეგ სამოქალაქო სოლიდარობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობა გაგვეჩინა.

თუმცა, ბოლო დეკადის მანძილზე ჩვენი ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციო-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად, ყველა ანტი-პროგრესული და ანტი-სოციალური პოლიტიკის მწარმოებელი და მხარდამჭერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციისა და ჯგუფის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics