14:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 16:13:44, 1314 ნახვა

საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რეგიონული სპეციალისტები გადამზადდნენ

ხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საჩხერისა და მესტიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა სპეციალური სწავლება გაიარეს შემდეგი მიმართულებებით:

• რძის ნიმუშის რძის რგოლური რეაქციით გამოკვლევა;

• სისხლის შრატის გამოკვლევა როზბენგალის რეაქციით (სკრინინგ ტესტი) და ფლუორესცენტული პოლარიზაციის ტესტით (დამადასტურებელი ტესტი);

• ცხოველის სისხლის ნიმუშის მიღება, შრატის გამოყოფა და გადატანა პირველად კონტეინერში, ნიმუშის მომზადება ლაბორატორიული კვლევისთვის;

• გაეცნენ ნიმუშების მიღებიდან ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაცემამდე გასავლელ ყველა აუცილებელ ეტაპს;

• მიიღეს ინფორმაცია რეგიონულ ლაბორატორიაში მიღებული ნიმუშის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გადაგზავნის პროცედურებზე. 

ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს. ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ კვლევებს განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე, უსაფრთხოებისთვის კი, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics