17:56 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 16:28:41, 1081 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ეხმინება და აცხადებს, რომ "ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მსის ჯანმრთელობას უნდა მიხედო". 

როგორც ვოლსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თანაპარტიელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას იყენებდნენ მექანიზმად, რომ "როგორმე მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაეყვანათ".

"მთავარი ამოცანა არის სააკაშვილის გაყვანა, არც მისი ჯანმრთელობა აინტერესებს არავის, იმდენად რამდენადაც ჯანმრთელობის შერყევა აქვთ ერთადერთ მექანიზმად გამოყენებული, რომ როგორმე სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიყვანონ. ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ადამიანის ჯანმრთელობას უნდა მიხედო, მით უმეტეს, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენო",- განაცხადა ვოლსკმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლებზე გადაყვანა შესთავაზა. თავად ექსპრეზიდენტი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვდა.

ამ განცხადებიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტიმა განაცხადა, რომ თანახმა იყო მკურნალობა კლინიკა „ვივამედში“ გაეგრძელებინა, თუკი ხუთ პირობაზე დათანხმდებოდნენ - ის მოითხოვდა, რომ მასთან მუდმივი დაშვება ჰქონოდათ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ ემპათიას. რაზეც იუსტიციის სამინისტრომ მოუწოდა, ესარგებლა მისი ჯანმრთელობისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით "დათქმების გარეშე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics