14:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 13:19:41, 1133 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე - რაიან ჰარკერ ჰარისი, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების უფროსი - ჯეიმს ულინი და რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი - მაკა მალაციძე ეწვივნენ. სტუმრებმა დეპარტამენტს საჩუქრად უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა - მეტალოდეტექტორის თაღი გადასცეს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი ბაგრატიონმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, გადმოცემული მეტალოდეტექტორი დაათვალიერა. შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა დაცვის პოლიციის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი - პატრი დარბაისელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ცხელი ხაზისა და ცენტრალური მართვის განყოფილების სამუშაო პროცესს გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics