07:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 12:06:36, 1082 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნგრეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საჭიროა შემდგომი მუშაობა

რუსეთის წიაღისეული საწვავის შესაძლო აკრძალვის შესახებ ევროკავშირის მასშტაბით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს.

ლაიენმა აღნიშნა, რომ მოიწვევს ვიდეო კონფერენციას რეგიონის სხვა ქვეყნებთან ნავთობის ინფრასტრუქტურის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, შემდგომი მუშაობის გაგრძელება მაინც საჭიროა.

„დისკუსია პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან იყო სასარგებლო, სანქციებთან და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევაში“, - განაცხადა ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიჯარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის აკრძალვას მხარს არ დაუჭერს. ვინაიდან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში უნგრეთის ენერგომომარაგება სრულად განადგურდება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics