18:47 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 14:04:07, 950 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია: საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობს, მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, ეს პროცესი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ.ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსს შეხვდა.             

შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს გამოცდილების გაზიარების კუთხით.

„საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობს; მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს; საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია მეღვინეობის, მეხილეობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა.

„ევროკავშირის დებულებების გათვალისწინებითა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ მივაღწევთ საერთო წარმატებას”, - განაცხადა ვიორელ ჩერჩიუსმა. 

ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო, დღის წესრიგში დგას მარცვლეულის ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მარცვლეული კულტურების წარმოების მიმართულებით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება.

მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics