19:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 11:11:08, 992 ნახვა

პოლიტიკა
ნედ პრაისი - საქართველო და მოლდოვა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

 საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან,- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ნედ პრაისის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტს,დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობას.დასმულ კითხვაზე იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან რეგიონში ბოლო მოვლენებისა და რუსეთის აგრესიის ფონზე,პრაისი ამბობს, რომ პუტინის მისწრაფებები რეგიონში ნათელია.

 "ჩვენ ყოველთვის ვუკავშირდებით ჩვენი საელჩოს, განყოფილების მეშვეობით რეგიონში ჩვენს პარტნიორებს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში.  დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა ჰქონდეს მისწრაფებები, განახორციელოს აგრესია რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენ ამის საპასუხოდ ვაჩვენებთ, თუ როგორ ვაძლევთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმას, რაც მათ სჭირდებათ, რათა იყვნენ ეფექტური რუსული აგრესიის ამ საშინელი მაგალითის წინააღმდეგ - ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მხარს უჭერენ პარტნიორ ქვეყნებს რეგიონში,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics