11:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 12:23:04, 2057 ნახვა

სამხედრო
ლიეტუველი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოვლენილ ნატოს მრჩეველთა ჯგუფის (NATO Advisory Team) ლიეტუველ მრჩეველს მედალი „გენერალი კვინიტაძე “გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა ჟიდრუნას ვალიუსაიტისმა უწყებრივი ჯილდო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 2019 წლიდან დღემდე გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მიიღო. 

ლიეტუველმა მრჩეველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში. ვიცე-პოლკოვნიკი ვალიუსაიტისი 3 წლის განმავლობაში დახმარებას უწევდა JTEC-ს დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსის (IOCT) დაგეგმვასა და აღსრულებაში. აღნიშნულ კურსში მონაწილეობას იღებდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ლიეტუველი მრჩევლის აქტიური ჩართულობით IOCT კურსი ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი JTEC-ისა და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი ვალიუსაიტისი ასევე აქტიურად იყო ჩართული ნატო-საქართველოს სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულებაში. ლიეტუველმა მრჩეველმა საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ტაქტიკური შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics