00:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 12:49:12, 1284 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია- „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას პარლამენტში დაარეგისტრირებს

„ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიამ, ბრიფინგზე გააკეთა.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ, უკრაინელი ხალხის გენოციდის აღიარება  „ ლაკმუსის ქაღალდი“ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილისთვის.

 ,,ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას, გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე შალვა პაპუაშვილისთვის. ეს, ბუნებრივია, არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება - ან კი, ან - არა. ან ნანახმა დაარწმუნა „ქართული ოცნება“, რომ იქ ნამდვილად გენოციდია, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ; ან ისინი დგებიან კვლავ ევტუშენკოების გვერდზე, ან ისინი დგებიან დანარჩენი, თავისუფალი სამყაროს მხარეს. არჩევანი არის „ქართულ ოცნებაზე," - განაცხადა ნიკა მელიამ.

 ნიკა მელია თქმით,  „ქართული ოცნების“  გადაწყვეტილება განაპირობებს საქართველოს  მოსახლეობის და პარტნიორების რექციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics