|
2022-04-25 15:18:52, 1471 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე: არაგონივრულია იმ სანქციებზე შეერთება, რომელიც აგრესორზე არანაირ ეფექტს არ მოახდენს
არაგონივრულია საქართველო სანქციებს შეუერთდეს,- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას გააკეთა. თავდაცვის მინისტრის აზრით, დასავლური სამყაროსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის სანქციებზე საქართველოს შეერთება, არანაირ გავლენას არ მოახდენს აგრესორზე და ამ ნაბიჯით მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა დაიჩაგრება. „ის ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება, გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქცია და იმ სანქციებს, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, ეს რა თქმა უნდა არ არის გონივრული, რომ ჩვენ შევუერთდეთ,"- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქართველები უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლობელი ხალხია, მაგრამ მას არ ესმის საქართველოს ლიდერთა პოზიცია, როდესაც ისინი საქართველოს ეკონომიკის დაცვის მოტივით დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიან.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)