|
2022-04-22 10:23:51, 849 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა მშვიდობიანი გზით
ჩვენი პარტიული გამოწვევაა ძლიერი გუნდისა და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებაა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ლიდერების რგოლი, არამედ აქ იგულისხმება ნებისმიერი რგოლი, რომელთანაც დაკავშირებულია პარტიის საქმიანობა. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა, სამთავრობო გუნდი, ადგილობრივ ხელისუფლებებში ჩვენი წარმომადგენლობა. ამ გუნდის კონსოლიდაცია არის ერთ-ერთი გამოწვეევა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „რაც შეეხება ქვეყნის განვითარების კუთხით ჩვენს მთავარ გამოწვევებს. ერთი, ეს არის სიღარიბის დაძლევა, კეთილდღეობის ხარისხის თვისებრივად ამაღლება და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ მიმართულება სწორია. მთავარია, რომ სწორი ტენდენციით გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება და სწორად ვიმუშავოთ შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ახალი შესაძლებლობებიც შეიძლება გაჩნდეს ამ გლობალური ტენდეციების ფონზე და ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)