|
2022-04-17 18:08:45, 1678 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი მაკრონს უკრაინაში იწვევს - „მინდა პირადად ნახოს რუსი სამხედროების სისასტიკე“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავისი კოლეგა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში სატელეფონო საუბრისას მიიწვია, რათა პირადად ნახოს რუსი სამხედროების სისასტიკე. მისი თქმით, ეს ვიზიტი შეცვლის საფრანგეთის ლიდერის პოზიციას უკრაინელი ერის გენოციდთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუზე განახცადა. „მე დავპატიჟე ის და როცა შესაძლებლობა ექნება ჩამოვა, ნახავს და დარწმუნებული ვარ გაიგებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის აზრით, მაკრონს სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა რუსეთმა დიალოგი აწარმოოს. გარდა ამის მაკრონთან საუბრისას ზელენსკიმ ასევე ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში არა მხოლოდ ომი მიმდინარეობს, არამედ უკრაინელი ხალხის ნამდვილი გენოციდი. შეგახსენებთ, რომ მაკრონმა უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისვის გენოციდი ეწოდებინა. მოგვიანებით კი უარი იმით ახსნა, რომ ეს „სიტყვიერი ესკალაცია“ უკრაინელებს მაინც არ დაეხმარებოდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)