|
2022-04-15 15:06:59, 1090 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობა“ პროვოკაციის დაგეგმვის მიზნითაა მობილიზებული, ესაა მიზეზი თუ რატომაც არ არიან დელეგაციაში
„ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას ამ დელეგაციაში. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამის თაობაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს უკვე მიაწოდეს. „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირად არის შეფასებული, ზოგი ამბობდა რომ გაუწბილდათ მოლოდინი და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, მოსავალი ვერ აიღეს პოლიტიკური, რასაც აპირებდნენ, მაგრამ არის კიდევ მეორე გარემოება, რაზეც საუბარი იყო, არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მითუმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი რაც ჩვენ გაგვაჩნია,"- განაცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, დელეგაციისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობა არის ერთ- ერთი სერიოზული წყაროდან მიღებული ინფორმაცია. კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ დელეგაციის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას, ვოლსკი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, უკრანელი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვიზიტი ჩატარდეს და მიაღწიოს იმ მიზანს, "რაც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობთ და მათ სტრატეგიულ გეგმაში არ ჯდება". მისივე თქმით, ეს ის ძალებია, რომელიც შემოკრებილია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)