15:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 22:04:47, 1294 ნახვა

სამხედრო
ჩერნიგოვის მახლობლად ოკუპანტებმა მოხალისეებთან ერთად ავტობუსები დაცხრილეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსულმა ჯარებმა ჩერნიგოვის მახლობლად დაცხრილეს ავტობუსების კოლონა მოხალისეებთან ერთად. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. - ამის შესახებ, უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე განაცხადა.

"ხუთი ავტობუსი მოექცა მიზანმიმართული ცეცხლის ქვეშ, როდესაც ისინი ცდილობდნენ ჩასულიყვნენ გარშემორტყმულ ქალაქში ხალხის ევაკუაციის მიზნით. ავტობუსში მხოლოდ სამოქალაქო მოხალისეები იმყოფებოდნენ", - წერს დენისოვა.
სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.

ასევე, ერთ-ერთმა ავტომობილმა გაპარტახებული საბურავებით მოახერხა გაქცევა. მძღოლი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც UNIAN წერს, 21 მარტს რუსმა ტერორისტებმა ზაპოროჟიეს რაიონში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაშავდა.

ხოლო 26 მარტს უკრაინელმა პოლიციამ დააკავა რუსი ოკუპანტები, რომლებიც ესროდნენ კიევის მახლობლად სოფელ ბოლშაია დიმერკას მცხოვრებლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics