08:58 - 28 Jul, 2026
|
2022-03-31 01:18:05, 666 ნახვა
პოლიტიკა
თუ არ იქნება სანქციები, ეძებეთ სხვა სამსახური - ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ მიმართვაში განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა განკარგულებებს მაროკოსა და საქართველოდან უკრაინის ელჩების გაწვევის შესახებ. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ახლა არიან ისეთები, რომლებიც „ყველასთან ერთად მუშაობენ უკრაინის დასაცავად“ და ისინი, ვინც „დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ თანამდებობაზე დარჩენისთვის“. „დღეს ხელი მოვაწერე პირველ განკარგულებას მაროკოდან უკრაინის ასეთი ელჩის გაწვევის შესახებ. საქართველოდან ელჩიც დააბრუნეს. მთელი პატივისცემით - არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსულ ბიზნესზე - გთხოვთ, მოძებნოთ სხვა სამუშაო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)