|
2022-03-24 11:16:50, 10185 ნახვა
მსოფლიო
მედია - უკრაინაში ომის ფონზე, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი ყოველკვირეულად იზრდება
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი ყოველკვირეულად იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია რუსეთის დაზვერვის სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყარო ირწმუნება, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რიგებში ქაოსი და უკმაყოფილება გაიზარდა და ვლადიმერპუტინის კრემლის სათავეში ყოფნა სულ უფრო არასტაბილური ხდება. The Time-სთან საუბრისას, ვლადიმერ ოსეჩკინმა - კაცმა, რომელიც იძებნება რუსეთის ციხეებში ძალადობის გამოვლენის მიზნით, გაავრცელა FSB-ის განახლებები საკუთარი წყაროდან, რომელიც ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ აღშფოთება იზრდება. საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ვლადიმერ ოსეჩკინმა გაზეთს განუცხადა, რომ FSB-ს ოფიცრები იმედგაცრუებულნი არიან დასავლეთის მიერ დაწესებული მზარდი სანქციებით, სწორედ ამიტომ, ისინი ბრაზს გამოხატავენ ვლადიმერ პუტინის მიმართ, რადგან ისინი „ვეღარ შეძლებენ დასვენებას საკუთარ ვილებში იტალიაში და ვეღარ წაიყვანენ საკუთარ შვილებს პარიზის დისნეილენდში“. ამასთანავე, ვლადიმერ ოსეჩნიკმა თქვა, რომ ომმა გამოიწია რუსეთის ეკონომიკის დანგრევა,რუბლის ღირებულების დაცემა და უკეთეს ცხოვრებას მიჩვეული FSB-ის აგენტებს, არ სურთ საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ამასთანვე, ვლადიმერ ოსეჩკინი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იმედგაცრუებული „ეფ-ეს-ბე“-ს აგენტები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ მთელი სისტემა. „ყოველ კვირას და ყოველ თვეს, როდესაც ეს ომი გრძელდება, უსაფრთხოების სამსახურში მყოფ პირთა აჯანყების შესაძლებლობა უფრო და უფრო იზრდება“, - დასძინა მან.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)