|
2022-03-21 18:18:21, 920 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - რუსმა ოკუპანტებმა ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან 2 389 ბავშვი გაიტაცეს
19 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულმა უწყებამ საერთაშორისო საზოგადოებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა, რათა „რუსეთმა შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“. „მიღებული ინფორმაციის თანახმად, 19 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ დეპორტირებულ იქნა 2389 ბავშვი, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში იმყოფებოდნენ. აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაადგილება, გატაცების ნიშნებია. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა. სახლების დანგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირება მოახდინოს ბავშვების უკანონო გაყვანაზე, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ბავშვების გატაცების ფაქტებს, ისევე როგორც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი ოკუპანტების დანაშაულის სხვა ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისჯებიან“, - აღნიშნულია უკრაინის უწყების განცხადებაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)