09:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 16:55:05, 1052 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენ თვალწინ გავიმეორებ - რუსეთი არის ოკუპანტი

საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენ თვალწინ გავიმეორებ - რუსეთი არის ოკუპანტი, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მეუფეს თქმით, ის, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართ განახორციელა არის ოკუპაცია და ამის თქმა არ მოერიდება. 

"ჩემი, როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, პოზიცია ეს არის თანაგრძნობა, სიყვარული და თანადგომა იმათ მიმართ, ვინც არის მსხვერპლი ამ ომის. საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენ თვალწინ გავიმეორებ - რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ოკუპაცია, რომელიც რუსეთმა განახორციელა საქართველოს მიმართ არ მერიდება ამ სიტყვის ხმარება, არ სიამოვნებთ რა თქმა უნდა", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.  

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics