18:09 - 07 Jul, 2026
|
2022-03-18 22:03:43, 886 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ელჩი გაეროში - რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, მისი სასოწარკვეთის ნიშანია
შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა გააკრიტიკა რუსეთის მცდელობები, იცრუოს უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის ბრალდებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, მისი სასოწარკვეთის ნიშანია. „როგორც ერთი კვირის წინ ვთქვი, უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა. არ არსებობს უკრაინული ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიები - არც რუსეთის საზღვართან, არც არსად. არის მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები, სიამაყით ვამბობ, მხარდაჭერილი და აღიარებული. შეერთებული შტატების მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა მთავრობებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ“, - დასძინა თომას-გრინფილდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)