|
2022-03-18 15:51:40, 776 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ომბუდსმენი - მარიუპოლში, დრამატულ თეატრში მოწყობილი თავშესაფრიდან 130 ადამიანი გადაარჩინეს
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის ქვეშ მოწყობილი თავშესაფრიდან 130 ადამიანი გადაარჩინეს და მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ოთხშაბათს, 16 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი დაბომბეს, რომლის სარდაფსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. აფეთქებაში რუსულმა მხარემ უკრაინა დაადანაშაულა, რომლებმაც რუსული მხარის თქმით, თეატრის შენობა დანაღმეს და პროპაგანდისტული მიზნებისთვის, თავად ააფეთქეს. ამასთან, მოსკოვში აღნიშნულზე სანდო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. ცნობისთვის, რუსეთის არმიას მარიუპოლი უკვე ორი კვირაა ალყაში ჰყავს მოქცეული, ის ქალაქზე საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებს. საქალაქო საბჭოში აცხადებენ, რომ დღე-ღამეში, ქალაქში 5-დან 100-მდე ჭურვს ყრიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)