|
2022-03-17 22:31:05, 978 ნახვა
მსოფლიო
თავდასხმა ვაკეში - „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ
თბილისში, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემთხვევა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. ტეკელომპანია „ფორმულას“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ინტერვიუს ჩაწერისას თავს დაესხნენ. „ფორმულა“-ს რეპორტიორის, ნანო ჩაკვეტაძის თქმით, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა ადგილზე მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა. ,,თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო", - ნათქვამია „ფორმულა“-ს განცხადებაში. მედიის ცნობით, ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)