|
2022-03-15 11:41:46, 739 ნახვა
მსოფლიო
იაპონია პერსონალურ სანქციებს კიდევ 17 რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსს უწესებს
იაპონიამ გადაწყვიტა, პერსონალური სანქციები კიდევ 17 რუს პირს დაუწესოს, რითიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების სამიზნე პირების ჯამური რიცხვი, 61-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სანქციების სამიზნეა რუსი მილიარდერი, იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, ასევე რუსეთის პარლამენტის დეპუტატები, რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვექსელბერგი. იაპონია იმოქმედებს „დიდი შვიდეულის" ქვეყნების შესაბამისად სანქციებზე, - ამის შესახებ მთავრობის მთავარმა წარმომადგენელმა, ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა. „რაც შეეხება შემდგომ სანქციებს, ჩვენ გავაგრძელებთ პირობებს და „დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან ერთად, სათანადო რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა მაცუნომ პრესკონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)