13:29 - 07 Jul, 2026
|
2022-03-15 10:17:30, 742 ნახვა
მსოფლიო
ეუთო-ს თავმჯდომარე რუსეთის დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე სახელმწიფო ტერორიზმს უწოდებს
მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმები სახელმწიფო ტერორიზმია. - ასე აფასებს ეუთო-ს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმებს. მისი თქმით, რუსული ჯარები საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ იარაღს იყენებენ. ზბიგნევ რაუს თქმით, რუსი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იბრძვიან. "ეს არის სამწუხარო, სამარცხვინო და სახელმწიფო ტერორიზმის ტოლფასი. სკოლებს, საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებს რუსი ჯარისკაცები, მიზანმიმართულად აკრძალული იარაღით უტევენ ", - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მე-20 დღეა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)