|
2022-03-08 20:51:18, 966 ნახვა
მსოფლიო
ამ დროისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინიდან 700-მდე ლტოლვილი მიიღო
ოქტომბრის შემდეგ, 28 თებერვლის მდგომარეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეყვანილი, თითქმის, 6500 ლტოლვილიდან, 692 უკრაინიდან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება. ლტოლვილთა განსახლების დამცველები აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, შეერთებულ შტატებში, უკრაინელების განსახლებას ხელი მისცეს, ვინაიდან უკრაინიდან გაქცეული ადამიანების რიცხვი, უკვე ორ მილიონს აჭარბებს. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კვირას განაცხადა, რომ ლტოლვილების მისაღებად აშშ მზადაა. „აშშ მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეგვიძლია, უპირველეს ყოვლისა, მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც უშუალო ტვირთი აკისრიათ უკრაინელების მიღებაზე, შემდეგ კი, თუკი ადამიანები შეერთებულ შტატებში ლტოლვილის სტატუსს მოითხოვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივხედავთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ცნობისთვის, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინიდან გაქცეული ადამიანების უმეტესობა პოლონეთში შევიდა. ამბავს CNN ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)