|
2022-03-08 16:51:28, 1057 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტიკარაძე რექტორის მოადგილის რანგში უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს. კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე 2019-2021 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. ხოლო 2008-2013 წლებში კი, შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)