13:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 20:56:06, 792 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურამ უკრაინელი ბავშვებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურია თავადვე ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საგნების შერჩევა და შეძენა პროკურატურის წარმომადგენლების მიერ უკრაინულ მხარესთან აქტიური კონსულტაციის შედეგად განხორციელდა. 

„ჰუმანიტარული ტვირთი სხვადასხვა დახმარების საგნებს, კერძოდ კი - ჩვილი ბავშვის საკვებს, ბავშვის კვების აქსესუარებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ საშუალებებს და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს მოიცავს. 

საქართველოს პროკურატურა უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics