16:17 - 28 Jul, 2026
|
2022-03-03 09:11:40, 915 ნახვა
პოლიტიკა
მილიონი ხელმომწერი ჰყავს პეტიციას, რომელიც NATO-ს უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას სთხოვს
უკრაინის უმაღლესი რადის „ტელეგრამ“-არხით გავრცელდა ცნობა, რომ მილიონს გადააჭარბა პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობამ, რომელიც ეხება უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას. პეტიციის ხელმომწერები ამ თხოვნით მიმართავენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანს და უკრაინის მეგობარ ქვეყნებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 1 მარტს ვიდეომიმართვაში მოუწოდა პარტნიორ სახელმწიფოებს, რუსეთის რაკეტების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისგან „უკრაინის ცის სრული დახურვისკენ". ღია ვებსაიტზე განთავსებული პეტიციის ქვეშ ხელმოწერა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ იუწყება, რეგლამენტის მიხედვით, ასეთი რაოდენობის ადამიანთა თხოვნას NATO-ს ხელმძღვანელობა განიხილავს.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)