13:50 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 15:04:46, 738 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებებს მას შემდეგ დაიწყებს, რაც უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მიაჩნია, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი იმ შემთხვეაშია შესაძლებელი, თუ უკრაინა იარაღს დაყრის. 

„რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ დროს, როცა უკრაინაში შეიარაღებული ძალები დადებენ იარაღს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „კიევის მზადყოფნა მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის პოზიტიური მიმართულებით მიდის“, თუმცა პუტინის სპიკერმა ქვეყნებს შორის შესაძლო მოლაპარაკებების დეტალები აარ დააკონკრეტა.

„კრემლმა ყურადღება გაამახვილა კიევის განცხადებაზე მოსკოვთან მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ, ეს უნდა გაანალიზდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics