06:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 19:36:10, 592 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას „პატივისცემითა და გაგებით” ეკიდება

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს უწყება ,,პატივისცემით და გაგებით” ეკიდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირსა და აშშ-ს ეკისრება.

მათივე თქმით, რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზული ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება.

,,…ამ ვითარებაში, პატივისცემით და გაგებით ვეკიდებით რუსული მხარის გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზული ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და თითქმის რვა წლის განმავლობაში...", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics