16:25 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 14:59:42, 791 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, აშენდა 4 საყრდენი კედელი საერთო სიგრძით 46 მეტრი და 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო.

„ნოსტეს ქუჩაზე ურთულესი მდგომარეობა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. გზის საფარი სრულად დაზიანებული იყო. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელი შეცვალა, რის შემდეგაც გამგეობის მიერ საგზაო ინფრასრტუქტურა სრულად მოწესრიგდა. დღეიდან ადგილობრივი მცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

საგზაო პროექტის ღირებულება 220 000 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics