18:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 16:25:19, 681 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე - ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე

პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი დაზარალებულების კმაყოფილების ზრდაა. ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე და არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ მთავრდება დაზარალებულების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გარეშე. ამ მიმართულებით ჩენ ვაგრძელებთ მუშაობას, რიგი გამოწვევების დასაძლევად საჭირო კონკრეტული მიზნები და გეგმები გაწერილია პროკურატურის ახალ 6 წლიან სტრატეგიაში - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

ირაკლი შოთაძის თქმით, ასევე იგეგმება დაზარალებულებთან და განმცხადებლებთან პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერების კომუნიკაციის ეფექტიანობის გაუმჯობესება.

„ამ მიმართულებით დაინერგება ფორმატი,  რომლის ფარგლებშიც დაზარალებულებს, განმცხადებლებს ექნებათ შესაძლებლობა პროკურორებთან და მენეჯერებთან, როგორც უშუალოდ ისე ონლაინ შეხვედრების გამართვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში იქნება უშუალოდ ჩემთანაც" - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics