21:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 15:13:43, 936 ნახვა

საზოგადოება
„სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები საკუთარ ბინებს დათქმულ ვადაში მიიღებენ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტი დაათვალიერა, რომელიც კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად შენდება.

პროექტს ამჟამად სამშენებლო კომპანია m2 ახორციელებს, რომელმაც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ვალდებულება 2019 წლის სექტემბერში, თბილისის მერიასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში აიღო. 

„თქვენ იცით კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების პრობლემა და ალბათ გახსოვთ, რომ მივიღეთ ამ პრობლემის მოგვარების გადაწყვეტილება. სამშენებლო კომპანია m2-მა აიღო ამ მშენებლობების დასრულების ვალდებულება. დღეს ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ამ სამუშაოებს. კორპუსების ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულია, ხოლო ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს. 2023 წლისთვის „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები მიიღებენ თავიანთ საცხოვრებლებს. სამ ადგილზე მიმდინარეობს მშენებლობა. ეს არის მირცხულავას, ნუცუბიძის და ჭყონდიდელის ქუჩები. პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ამ ობიექტებზე ერთი დღით არ გაჩერებულა სამუშაოები. დაზარალებული ოჯახებისთვის მიცემული დაპირება 2023 წელს შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კომპანია m2-მა მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები გასული წლის მარტში დაიწყო. 
„m2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს  დასრულდება. 2 500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ ვადაში მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics