21:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 11:30:24, 737 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ფონდ „ნატვრის ხეს” ერთობლივი საქველმოქმედო აქცია დღეიდან იწყება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და  ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია დღეიდან იწყება. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მორიგი აქციის ფარგლებში, 240 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფულადი ვაუჩერები - "სიკეთის ბარათი" გადაეცემათ.

"65000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ერთი 16 წლამდე ასაკის შშმპ ჰყავთ, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და  ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, "სიკეთის ბარათებს" მიიღებენ.

აქცია კომპანია "სოკარის" აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. 

აქციის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და ნინო სურგულაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და ფულადი ვაუჩერი პირადად გადასცეს. 

აღნიშნული ვაუჩერით სოციალურად დაუცველი ოჯახები მედიკამენტების, საკვები დანამატების და სხვა შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას შეძლებენ. 

 "სიკეთის ბარათების" განაღდების შესაძლებლობა მათ კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში ექნებათ.

სოციალური მომსახურების სააგენტომ შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით სულ 240 ოჯახი შეარჩია. 

"სიკეთის ბარათების" დარიგებას სააგენტო თავად უზრუნველყოფს. ფულადი ვაუჩერების მიღების მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახი შესაბამის განცხადებას შეავსებს.

საქველმოქმედო აქცია დღეიდან დაიწყება და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. 

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 7 წლის წინ შეიქმნა. 
ამ დროის განმავლობაში საქველმოქმედო კონცერტებით, საზოგადოების და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით, ნინო სურგულაძემ 120-ზე მეტს ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდათ. ასევე ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს." -  ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics