18:09 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 10:34:01, 773 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზაციის საკითხი განიხილეს

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო გაძლიერების შესახებ, ტელეფონით ესაუბრა.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორმა ლიდერმა დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ლიდერებმა განიხილეს მიმდინარე კოორდინაცია როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების მზადებაზე, თუ ის უკრაინაში შეიჭრება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამასთანავე, თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დარჩებიან მჭიდრო კავშირში, მათ შორის ნატო–სთან, მის მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics