14:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 10:10:58, 813 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა რუსეთის უკრაინაში „მცირე შეჭრის“ შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, თუ რუსეთის ნებისმიერი ქვედანაყოფი გადავა უკრაინის საზღვრზე ჩაითვლება უკრაინაში შეჭრად, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.

„ნურავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ თუკი პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, 19 იანვარს ბაიდენმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინაში „მცირე შეჭრას“ განახორციელებს და დასძინა, რომ დასავლეთს მოუწევს მსჯელობა რა ნაბიჯები გადადგას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics