|
2022-01-12 20:14:46, 1523 ნახვა
მსოფლიო
ვენდი შერმანი - NATO-ში გაწევრიანებას კონკრეტული ეტაპები აქვს, უკრაინა ამ პროცესს გადის, რასაც დრო სჭირდება, იგივე ეხება საქართველოსაც
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის განცხადებით, ყველა ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, თავისი გზა თავადვე აირჩიოს. უკრაინა და საქართველო კი, ნატო-ში გაწევრიანების გრძელვადიან პროცესს, უკვე გადიან. მისივე განცხადებით, ნატო-ს კარი ყველა იმ ქვეყნისთვის ღიაა, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება თვითონვე უნდა. „დღეს, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საერთაშორისო სისტემისა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები: ყველა ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო-ში გაწევრიანების პროცესს თავისი მკაფიო ეტაპები აქვს. ეს არის MAP-ის პროცესი. უკრაინა ამ პროცესს გადის. ამას დრო სჭირდება. დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს. იგივე ეხება საქართველოსაც“, - განაცხადა ვენდი შერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)