|
2021-12-29 11:11:49, 658 ნახვა
პოლიტიკა
„დემოკრატიის ინდექსი“ – დამოუკიდებელი ინსტიტუტების შესუსტება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს
საპარლამენტო უმრავლესობის მიზანმიმართული თავდასხმა დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ძირს უთხრის ყველა იმ რეფორმასა და წინ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელდა, – ასე ეხმაურება ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს. ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტში უკიდურესად შეზღუდულ ვადებში განიხილება და მტკიცდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომელითაც ხელისუფლება აუქმებს ან ცდილობს მართვადი გახადოს დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სასამართლო, რომელთა არსებობის მიზანია ხელისუფლების უკანონო და თვითნებური ქმედებების კონტროლი. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დახურულ კარს მიღმა, ყოველგვარი კონსულტაციებისა და საჯარო განხილვების გარეშე უმარვლესობის წევრი დეპუტატების მიერ მომზადებული ინიციატივების შედეგად უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, გაუქმდა ცვლილება ცესკოს–ს თავმჯდომარის არჩევაზე, ხელისუფლება უარს ამბობს მართლმსაჯულების რეფორმაზე და პოლიტიზირებული პროცესის ფონზე, ერთპარტიულად დაკომპლექტდა უზენაესი სასამართლო. „ხაზგასასმელია, რომ პარლამენტის ბიურომ ყოვლად დაუსაბუთებლად მიიღო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება. პარლამენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მავნე პრაქტიკას და შეზღუდულ ვადებში, სათანადო ჩართულობის და გამჭვირვალობის გარეშე განიხილავს დემოკრატიული პროცესებისთვის მაღალი მნიშვნელობის საკითხს, რაც ხელს უშლის საკითხის გარშემო სრულყოფილ მსჯელობას და ფიქციად აქცევს საზოგადოების მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში. ერთი პარტიის ხელში ყველა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს თავმოყრის გარდა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების შესუსტება გარდაუვლად გამოიწვევს დემოკრატიული პროცესების ეროზიას, შეამცირებს ქვეყანაში ადამიანის თავისუფლებათა დაცვის სტანდარტს და კიდევ დააშორებს ქვეყანას ევროპის კავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას უარი თქვას დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასუსტებისთვის ინიცირებული კანონპროექტების მიღებაზე და კონსტრუქციულ რეჟიმში, პოლიტიკურ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მხარი დაუჭიროს დემოკრატიზაციის პროცესს.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)