|
2021-12-28 14:23:19, 627 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი: ჩვენ გვქონდა მყარი არგუმენტები, თუ რატომ მოხდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის დასკვნის გასაჩივრების თაობაზე და მისი მიზეზები განმარტა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჰქონდა და აქვს მყარი არგუმენტები, თუ რატომ მოხდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება. საბოლოოდ კი ამ გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეაფასოს არა აღმასრულებელმა ან საკანონმდებლო ხელისუფლებამ, არამედ სასამართლომ. ამიტომაც, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სასამართლოს და გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა. „ეს არის სამართლებრივი პროცედურა. ჩვენ გვქონდა განსხვავებული მოსაზრება, რომელიც არის დასაბუთებული და ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლო ხელისუფლებამ, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება აბსოლუტურად კანონიერი იყო და ემსახურებოდა სახელმწიფოში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს „ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გვაქვს მყარი სამართლებრივი პოზიცია. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად კანონიერი, ემსახურებოდა მრავალგზის საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას და იმის გამორიცხავს, რომ საზოგადოება შეცდომაში ყოფილიყო შეყვანილი, რაც ეხებოდა სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას, მათ შორის, ფაფებისა და წვენების ეპიზოდს. ეს ემსახურებოდა სახელმწიფოში მშვიდობის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)