15:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 10:28:46, 610 ნახვა

პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელი - რუსეთის ქმედებებმა უკრაინასა და საქართველოში, ევროპის უსაფრთხოება მკევთრად გააუარესა

ევროკავშირი სრულად ერთგულია ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც ეფუძნეა ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს, - ამის შესახებ EU-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.

ჟოზეფ ბორელი რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დღეს ევროპის უსაფრთხოება საფრთხეშია

„რუსეთის ქმედებები, კერძოდ, ყირიმის უკანონო ანექსია, მისი როლი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაში, ასევე მისი ქმედებები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, დნესტრისპირეთის რეგიონსა და ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერაში იწვევს ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. სულ ახლახანს, რუსეთის სამხედრო გაძლიერებამ უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში შექმნა ახალი საფრთხეები და შეჭრის შიში.

პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ევროკავშირმა ნათლად მიუთითა, რომ მტკიცედ უპასუხებს უკრაინის სუვერენიტეტის ნებისმიერ შემდგომ დარღვევას. ამავდროულად, ევროკავშირს მიაჩნია, რომ დიალოგი, მოლაპარაკებადა თანამშრომლობა ერთადერთი საშუალებაა დავების მოსაგვარებლად და მშვიდობის დასამყარებლად. ასეთი დისკუსია უნდა იყოს ინკლუზიური და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის შეშფოთება და ინტერესები.

ევროკავშირი ჩაერთვება როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოსთან ერთად, რათა უზრუნველყოს მისი ინტერესების წარმოდგენა რუსეთთან ნებისმიერ შესაძლო დისკუსიაში ევროპის უსაფრთხოების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics