|
2021-12-20 21:02:14, 700 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ზურაბიშვილი ყველა ქართულ საზოგადოებრივ ჯგუფს უსმენს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციებს ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში, პრეზიდენტი ყველა ქართულ საზოგადოებრივ ჯგუფს უსმენს. მათივე განცხადებით, ყოველივე ეს ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილია. „პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, - წერია განცხადებაში.
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)