18:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 13:43:18, 550 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ სახელმწიფო მისი სახლია

„იუსტიციის სახლი დღეს „ერთი ფანჯრის" პრინციპით სრული კეთილგანწყობით მოქალაქეებსა და ქვეყნის სტუმრებს 450-ზე მეტ მომსახურებას სთავაზობს", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

„ეს არის წინა ხაზი, რომელიც მომხმარებელს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, დაახლოებით, 8700 თანამშრომლის მიერ მომზადებულ პროდუქტს აწვდის და უწყების მიზანია, ამ სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ადგილას იყოს ხელმისაწვდომი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ვითარდება თანამედროვე უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებული და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics