22:37 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 13:01:42, 686 ნახვა

საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის ელჩს და ახალდანიშნულ სამხედრო ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს და ახალდანიშნულ  თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას სამხედრო ატაშეს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს და სამხედრო ატაშეს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics