|
2021-11-30 11:02:45, 796 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შარლ მიშელს, ევროკომისიისა და ევროპარლამეტის პრეზიდენტებს შეხვდება
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ორ კვირაში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმისთვის, რომ ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ბელგიის სამეფოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა. ელჩის თქმით, საუბარი იქნება, ერთი მხრივ, როგორც სამიტის პოლიტიკური დეკლარაციის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანია. „თვითონ ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება ევროკავშირის სამივე პრეზიდენტი - ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, მნიშვნელოვანი აღიარებაა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობისა და მათი ამბიციებისა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების კონტექსტში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)